ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის რეიტინგი კვლავ შემცირდა


პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგები სხვადასხვა გამოკვლევების თანახმად, კვლავ იკლებს.

ქვინიპიაკის უნივერსიტეტისა და გალოპის, ორი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგები კვლავ იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეს მაჩვენებლები საპირისპიროდ იცვლებოდა. რეიტინგის ზრდა ამერიკის მიერ სირიაზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ აღინიშნა.

ქვინიპიაკის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ტრამპს პრაქტიკულად რეკორდულად დაბალი რეიტინგი აქვს. მის საქმიანობას გამოკითხულთა მხოლოდ 36% აფასებს დადებითად. 58 % კი მისი საქმიანობის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. გალოპის კვლევის მიხედვით კი ტრამპის საქმიანობას უარყოფითად დაახლოებით 53 % აფასებს.

ქვინიპიაკის კვლევის მიხედვით, ტრამპი სიმპატიებს მის მთავარ მხარდამჭერებს - თეთრკანიან, უმაღლესი განათლების არმქონე, მამრობითი სქესის ამომრჩევლებს შორისაც კი კარგავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG