ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: არალეგალი იმიგრანტები „ამერიკას იპარავენ“


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არალეგალი იმიგრანტები „ამერიკას იპარავენ“. პრეზიდენტი ზედიზედ ორი დღეა საუბრობს იმიგრანტებზე, რომლებიც ქვეყანაში სამხრეთი საზღვრის არალეგალური გადაკვეთით შემოდიან.

„მექსიკას შეუძლია ეს „ქარავნები“ ამერიკაში არ გამოუშვას“, დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" და დასძინა, რომ მექსიკის მთავრობამ ამერიკაში მიმავალი ხალხი საზღვარზე უნდა გააჩეროს.

პრეზიდენტის კომენტარი ეხებოდა ადამიანების ჯგუფებს რომლებიც, სავარაუდოდ, ჰონდურასიდან მოემგზავრებიან და აშშ-ის საზღვარზე დევნილად ჩაბარებას აპირებენ. ორგანიზაცია „ხალხი საზღვრების გარეშე“ აცხადებს, რომ ჰონდურასიდან ადამიანების ჯგუფებმა უკვე ასობით კილომეტრი გაიარეს. ისინი ჯგუფებად გადაადგილდებიან, რათა თავი დაიცვან თავდასხმებისგან და ძარცვისგან, რისი სამიზნეც მიგრანტები ხშირად ხდებიან.

ტრამპის შეფასებით, ამერიკისგან განსხვავებით, მექსიკას მკაცრი სასაზღვრო წესები აქვს და შეუძლია მიგრანტების ნაკადი შეაჩეროს. დღესვე, პრეზიდენტმა "ტვიტერის" მეშვეობით, კონგრესს მოუწოდა დაუყოვნებლივ მიიღოს საზღვრის შესახებ კანონი, რომელიც მიგრანტების მასებს და ნარკოტიკების შემოდინებას შეაჩერებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG