ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი თანახმაა მთავრობა დაიხუროს თუ იმიგრაციაზე შეთანხმება არ მოხდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა მთავრობის დროებითი დახურვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო მოლაპარაკების ფარგლებში კონგრესი საიმიგრაციო გეგამზე ვერ შეთანხმდა.

პრეზიდენტმა ეს განცხადება სამშაბათს იმ სამართალდამცავებთან შეხვედრის დროს გააკეთა, რომლებიც შეიარაღებული კრიმინალური ბანდა „მარა სალვატრუჩას“, იგივე „ემ-ეს13“-ის საქმეებზე მუშაობენ.

ტრამპმა არაერთხელ გაუსვა ხაზი დანაშაულებს, რომლებსაც იმიგრანტები ჩადიან და ყურადღება საიმიგრაციო რეფორმის აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, საემიგრაციო ცვლილელები საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას, ოჯახურ კავშირზე დაფუძნებული იმიგრაციის დასრულებას და საიმიგრაციო ვიზის - ეგრეთ წოდებული, მწვანე ბარათის ლატარეის, პიროვნების მიღწევებზე დაფუძნებული სისტემით ჩანაცვლებას უნდა მოიცავდეს.

დემოკრატებმა პრეზიდენტის კომენტარები გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მთავრობის დახურვისკენ არავინ, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ უნდა ისწრაფვოდეს.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს დროებით კანონპროექტს, რომელიც მთავრობის მუშაობას 23 მარტამდე უზრუნველყოფს და კანონმდებლებს საიმიგრაციო საკითხზე შეთანხმებისთვის მეტ დროს მისცემს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG