ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის და კიმის მიმოწერის შემდეგ მესამე სამიტის მოლოდინი გაიზარდა


პრეზიდენტ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს შორის ბოლოდროინდელმა მიმოწერამ იმედი გააჩინა, რომ შესაძლოა ბირთვული განიარაღების შესახებ საუბარი განახლდეს. ​თუმცა იქნება კი, ეს იმის საწინდარი, რომ მხარეები მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამერიკის პრეზიდენტი სამხრეთ კორეას ამ კვირის ბოლოს ეწვევა და კითხვები სწორედ ამ ვიზიტთან დაკავშირებით გაჩნდა.

ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიდი მოლოდინის მიუხედავად პრეზიდენტისა და კიმის შეხვედრის ალბათობა დაბალია. თუმცა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ამბობს, რომ ორ მხარეს შორის დიალოგი მიმდინარეობს და მისი მთავარი თემა სწორედ მესამე სამიტის შესაძლებლობაა.

მუნმა არ დააკონკრეტა ვინაა ჩართული ამ მოლაპარაკებებში და როდის შეიძლება სამიტი გაიმართოს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამის თაობაზე შეკითხვებს ამ დრომდე არ უპასუხა.

დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში შაბათს, გვიან საღამოს ჩავა და სავარაუდოდ მხოლოდ 24 საათს დარჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG