ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა


ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. მისი ვიზიტის მიზანი "მოკავშირეებს შორის კავშირების გაძლიერებაა", საუბარი, სავარაუდოდ, ასევე შეეხება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებების საკითხსა და ბირთვულ განიარაღებას.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ბოლო წლებში რამდენჯერმე შეხვდა, მაგრამ სი ძინპინი პირველი ჩინელი პრეზიდენტია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 14 წლის განმავლობაში ჩავიდა. ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, მან ორივე ქვეყნის სახელმწიფო მედიაში ესე გამოაქვეყნა, სადაც ჩრდილოეთ კორეა "კორეის ნახევარკუნძულზე არსებული საკითხების მოსაგვარებლად გაწეული ძალისხმევისთვის" შეაქო.

გარდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრისა, ჩინეთის პრეზიდენტი ასევე ეწვევა "მეგობრობის კოშკს", მონუმენტს, რომელიც იმ ჩინელი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად აიგო, რომლებიც კორეის ომში, 50-იან წლებში ჩრდილოეთკორეელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG