ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის დემოკრატი ლიდერი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის შეთავაზებულ დაფინანსების კანონპროექტს იწონებს


ორშაბათს, შეერთებული შტატების სენატის დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ წინასწარი მხარდაჭერა გამოხატა. კანონპროექტი მთავრობის ხანმოკლე პერიოდით დაფინანსებას ეხება. კანონპროექტს შეეძლება ფედერალური მთავრობის მუშაობა ამ კვირის ბოლოს შემდეგაც უზრუნველყოს.

შუმერმა შეაჩერა სენატის მიერ წარმოდგენილი დაფინანსების გეგმის პროცესი. ამ ნაბიჯით, წარმომადგენელთა პალატას საშუალება ეძლევა პირველმა იმოქმედოს. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ამან წარმომადგენელთა პალატის ზოგიერთი დემოკრატი წაახალისოს, რათა გეგმას მხარი დაუჭირონ, თუ ე.წ. "მკაცრი კურსის" მომხრე რესპუბლიკელები, სპიკერ მაიკ ჯონსონის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ხმას არ მისცემენ.

ჯონსონმა ხანმოკლე პერიოდით დაფინანსების კანონპროექტი წარმოადგინა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, იანვრამდე და თებერვლამდე, მთავრობის სხვადასხვა ნაწილის ხარჯები 2023 საფინანსო წლის დონეზე შენარჩუნდეს.

„სპიკერის შეთავაზება უნაკლო არ არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მკვეთრი შეკვეცებისგან თავს იკავებს და იმავდროულად, მავრობის ძვირადღირებულ დახურვას თავიდან ირიდებს“, - განაცხადა შუმერმა.

ე.წ. "მკაცრი კურსის" რესპუბლიკელებმა გეგმა უარყვეს, რადგან ის ბიუჯეტის მკვეთრ შეკვეცებს არ შეიცავს. თუმცა, შუმერის წინასწარი მხარდაჭერა მიანიშნებს, რომ ჯონსონს შეუძლია მათი ხმების დაკარგვას შეურიგდეს და დროებითი, მიმდინარე ბიუჯეტის კანონი დემოკრატების მხარდაჭერით მიიღოს.

XS
SM
MD
LG