ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობა სავარაუდოდ კვირიდან დაიხურება


ამერიკის მთავრობა სავარაუდოდ ამ უქმეებზე დაიხურება. კანონმდებლები კვლავ ვერ თანხმდებიან მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტის მოცულობაზე, უკრაინის დახმარების, საიმიგრაციო კონტროლის, საზღვრის დაცვის თუ სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების თაობაზე.

დემოკრატების მიერ მართული სენატი 7-კვირიან გეგმაზე მუშაობს, რომელიც მთავრობის მუშაობას ამ დროით გაახანგრძლივებს და კანონმდებლებს ნოემბრის შუა რიცხვებამდე მისცემს ვადას, რომ ბიუჯეტზე შეთანხმდნენ.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი სენატის გეგმისთვის პალატაში კენჭისყრასაც არ აპირებს. გარდა ამისა, პალატაში ხუთშაბათ ღამით, კენჭი უყარეს 4 სამთავრობო უწყების ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს. სენატში მათი დამტკიცების ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი მთავრობის დახურვას თავიდან ვერ აიცილებდა.

სამთავრობო სტრუქტურებში ხუთშაბათ დილიდან დაიწყეს თანამშრომლების გაფრთხილება, რომ მათ შესაძლოა მთავრობის დახურვა შეეხოთ. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, სამსახურში გამოცხადება შესაძლოა მხოლოდ ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის არსებითი მნიშვნელობის პერსონალს მოსთხოვონ.

სენატის რესპუბლიკელი ლიდერი მიჩ მაკკონელი ამბობს, რომ მთავრობის ნაწილობრივ დახურვას მძიმე გავლენა ექნება თუნდაც ისეთ საკიტხზე, როგორიც სამხრეთიდან მიგრანტების შემოდინებაა. "მთავრობის დახურვა არ ნიშნავს პაუზის ღილაკზე თითის დაჭერას. ჩვენ არ გვეძლევა შესაზლებლობა შემდეგ იქიდან განვაგრძოთ, სადაც გავჩერდით. სანამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ წინსვლას მივაღწევთ, შეიძლება ბევრი და მნიშვნელოვანი უკვე მიღწეული პრიკრესი ბევრ საკითხზე დავკარგოთ კიდეც", - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი.

XS
SM
MD
LG