ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების წარმატება საქართველოს მთავრობაზე და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული - ამერიკის ელჩი


„დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია,"- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას გააკეთა. ელჩი კოორდინაციას უწევს საელჩოს დამკვირვებელთა ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით დღევანდელ არჩევნებს დააკვირდებიან.

„ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს, თუმცა, საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს,"- ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

"დღის განმავლობაში ელჩი დეგნანი ეწვევა საარჩევნო უბნებს, შეხვდება საარჩევნო მოხელეებს და გაესაუბრება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იმაზე, თუ რას ხედავენ და რა ესმით არჩევნებზე დაკვირვების პროცესში,"- წერია ამერიკის საელჩოს მიერ დღეს "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG