ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავს" - კობახიძე


"რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს" - ამის შესახებ „ქართული ოცნება დემოკრატიული“ საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მმართველი პარტიის ერთერთმა ლიდერმა, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს აქვე მოუწოდა არ აყვნენ "რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით, ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას."

კობახიძის განცხადებას, აფასებენ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები. "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავამ აცხადებს, რომ კობახიძის აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ "კრუნჩხვებია", რადგან, მისი თქმით მმართველი პარტია არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ანტისახელმწიფროებრივს, სღაპარს და სისულელეს უწოდებს.

მისივე თქმით, კობახიძის განცხადებები იმ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობაა, რასაც „ქართული ოცნება“ ორშაბათს, არჩევნების შემდეგ გეგმავს - პანდემიის გამო, პოლიტიკური მიზნებით, გამოაცხადოს ე.წ. „ლოქდაუნი" და ქვეყანა ჩაკეტოს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნესვ, რომ ეს არა ჯანდაცვის კრიზისის მართვას, არამედ ეკონომიკის მოსპობას ემსახურება.

„ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ისევ ძველი სცენარით მიდის" - ასე აფასებს მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადებას ექსპერტი ვანო მაჭავარიანი. მაჭავარიანის თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია, ქვეყნის პატრიოტი კი მხოლოდ ქართული ოცნებაა. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ კობახიძის განცხადებას ამომრჩეველი სერიოზულად არ აღიქვამს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG