ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს


"ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურად, საქართველოში, არჩევნების დღის მოახლოებას და მის მნიშვნელობას, შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარე, ადამ კინზინგერი ეხმაურება.

კინზინგერი აცხადებს, რომ ის იმედოვნებს არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

"ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადებნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტიორად", - აცხადებს კინზინგერი.

განცხადება კინზინგერმა "ამერიკის ხმის" შეკითხვის პასუხად გააკეთა არსებული გამოწვევების და ლიმიტირებული სადამკვირვებლო მისიების პირობებში, არჩევნების დღის მშვიდობიან გარეშემო ჩატარების მნიშვნელობაზე. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, შაბათს 31 ოქტომბრეს გაიმართება.

გასული თვეების განმავლობაში, შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფი, ისევე, როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი აქტიურად აკვირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებების მიღების პროცესს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG