ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი უკან დახევას არ აპირებს


თეირანი უკან დახევას არ აპირებს
თეირანი უკან დახევას არ აპირებს

ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით თეირანი ერთი ნაბიჯითაც კი არ დაიხევს უკან თავისი ბირთვული პროგრამის განვითარების საქმეში, მიუხედავად იმისა რომ გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მოხსენება ამ ქვეყანას ატომური ბომბის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.

სააგენტოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნისთვის ემზადება. ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ მიტინგზე გამოსვლისას პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა კატეგორიულად უარყო გაეროს სააგენტოს ეს მტკიცება.

მსოფლიოს წამყავნი სახელმწიფოები დიდი ხანია ეჭვის თვალით უყურებენ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებას. ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.

გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე ოთხჯერ დააწესა სანქციები ირანის წინააღმდეგ ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო.

XS
SM
MD
LG