გაეროს ბირთვული სააგენტოს ცნობით, მიღებული ინფორმაციები ადასტურებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის ტექნოლოგიებს ავითარებს. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. კერძოდ, „ვაშინგტონ პოსტში“ ნათქვამია, რომ ირანმა გადადგა ნაბიჯები ტექნოლოგიური პრობლემების გადასალახავად, რაშიც მას უცხოელი მეცნიერები დაეხმარნენ. გაზეთი ამ ინფორმაციას დასავლელ დიპლომატებზე და ბირთვული საკითხების ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის დევიდ ოლბრაიტის თქმით, ირანის მიღწევები მოიცავს ასაფეთქებელი კაპსულის შექმნას და ტესტირებას, რაც ბირთვული აფეთქებისთვისაა საჭირო. გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ კი იუწყება, რომ ირანს გააჩნია შესაბამისი ადგილები სადაც აღნიშნული გამოცდა ჩატარდება.