ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანზე ზეწოლა ძლიერდება


ირანზე ზეწოლა ძლიერდება
ირანზე ზეწოლა ძლიერდება

თუ ირანი სანქციებს არ დაემორჩილება, ამერიკული ბაზრები ჩაეკეტება.

შეერთებული შტატები ირანზე ზეწოლას ახალი, კიდევ უფრო მკაცრი სანქციებით, განახორციელებს. ოფიციალური პირები (ანონიმურობის შენარჩუნების პირობით) აცხადებენ, რომ ქვეყანას უპრეცენდენტო ხარისხის იზოლაცია ელის. მათი თქმით, სანქციების შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გამოქვეყნდება და ძირითადად ირანის ნავთობ-ქიმიურ წარმოებას დაარტყამს.

უცხოურ კომპანიებს ნავთობწარმოებაში ინვესტირება აეკრძალებათ. იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სანქციებს არ დაემორჩილება, ამერიკული ბაზრები ჩაეკეტება. ერთი კვირის განმავლობაში ანალოგიურ გადაწყვეტილებას ევროკავშირიც მიიღებს.

დღეს ობამას ადმინისტრაციის მრჩეველმა ეროვნული უსაფთხოების დარგში, ტომ დონილონმა, განაცხადა, რომ ირანი ისეთ იზოლაციაში ექცევა, როგორშიც არასოდეს ყოფილა. ის პრეზიდენტ ობამასთან ერთად აზიურ ტურნეში იღებს მონაწილეობას და ჟურნალისტებს ინდონეზიაში ესაუბრა. მან დასძინა, რომ ამერიკის მსგავსად ჩინეთი და რუსეთიც ყოველ ღონეს იხმარენ, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ხელი შეუშალონ.

XS
SM
MD
LG