ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საერთაშორისო ინსპექტორები ჩავლენ


ირანში საერთაშორისო ინსპექტორები ჩავლენ
ირანში საერთაშორისო ინსპექტორები ჩავლენ

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარის იუკია ამანოს განცხადებით, ირანში საერთაშორისო ინსპექტორები უნდა ჩავიდნენ, რომლებიც ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესაძლო სამხედრო ასპექტებს გამოიკვლევენ. ვენაში აღნიშნული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრაზე ბატონმა ამანომ განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა ირანის ხელისუფლებას ოფიციალურად გადაეცა.

შეერთებული შტატები თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს.

დასავლეთის დიპლომატები თეირანის დაგმობის და საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყვის საქმეში რუსეთის და ჩინეთის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან.

მოსკოვმა და პეკინმა გაეროს სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ახალი ვერაფერი დაინახეს. თავად ირანის ხელისუფლება კი კატეგორიულად უარყოფს ატომური იარაღის დაუფლების განზრახვას.

XS
SM
MD
LG