ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალი ანგარიში


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალი ანგარიში
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალი ანგარიში

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალ ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ის, რომ ირანმა ჩაატარა ბირთბული აფეთქების კომპიუტერული სიმულაცია, შეიმუშავა ბირთვული დეტონატორები და დაასრულა ათზე მეტი ბირთვული ქობინის შემუშავება, რომლებიც რაკეტებზე დამონტაჟდება.

მეთიუ კრონიგი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორია.

„ეს ანგარიში ცხადყოფს იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღის შემუშვება ნამდვილად სურს. ისინი ყველა საჭირო სამუშაოს ატარებენ ამ მიმართულებით. მათთვის გაცილებით გართულდება იმის მტკიცება, რომ ბირვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის აქვთ.“

ანალიტიკოსების აზრით, ირანის წინააღმდეგ ზეწოლა გაიზრდება. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია უკვე საუბრობენ თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, თუმცა მათ ჩინეთი და რუსეთი მოსალოდნელ წინააღმდეგობას უწევენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში არ ამბობს იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი უკვე აქვს. თუმცა ჩატარებიული ანალიზის შედეგად კეთდება დასკვნა, რომ ირანში აქტიურად მიმდინარეობს ატომური იარაღის შემუშავების პროგრამა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება უკვე დიდი ხანია ეწინააღმდეგება.

ირანის მთავრობამ სააგენტოს დასკვნები უარყო და ატომური სააგენტოს ხელმძღვანელს იუკია ამანოს ამერიკის მთავრობის „მარიონეტი“ უწოდა. თეირანის განცხადებით, ანგარიშში გაკეთებული დასკვნები მხოლოდ ერთ წყაროს - 2004 წელს ირანის მთავრობის ერთ-ერთი მესვეურისთვის მოპარულ კომპიუტერს - ეყრდნობა.

ინტერნეტ გამომცემლობა ირანუოჩის რედაქტორი ვალერია ლინსის განცხადებით, თეირანის მხრიდან ბრალდებების უარყოფა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო:

„ჩემი აზრით, ირანელები დღეს რთულ მდგომარეობაში არიან განსაკუთრებით იმის გამო, რომ ატომურმა სააგენტომ დეტალურად დაასაბუთა ის, თუ რა წყაროებს ეყრდნობა ანგარიშში მოცემული ინფორმაცია. ის ფაქტი, გასაგებია, რომ გამოძიების დაწყება ამერიკიდან სააგენტოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციას უკავშირდება, მაგრამ გამოძიების მსვლელობისას უამრავი სხვა წყარო და საბუთი გამოჩნდა, რომლებიც ამერიკასთან არანაირ კავშირში არ არის.“

ირანი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ახალ ანგარიშში მოიხსენიება.

ელიოტ აბრამსი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსის მრჩეველი იყო ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. მისი თქმით:

„ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ძირითადი შეკითხვა შეიცვალა, აქამდე თუ ის გვაინტერესებდა, ნამდვილად ამუშავებს თუ არა ირანი ბირთვულ იარაღს, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა კითხვა - თუ რა უნდა ვიმოქმედოთ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.“

ვაშინგტონში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი ენთონი კორდესმანი აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ეჭვს აჩენს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკებები ირანთან:

„როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე -- უნდა გამოვიყენოთ თუ არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალა ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით თუ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ირანს ბირთვული ბომბი ექნება.“

ანალიტიკოსების ერთი ჯგუფი, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთოებების საბჭოს ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი რეი თაკიჰი, ამბობს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა ძალის გამოყენების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა რამდენიმე ხანში ეს შესაძლებლობა შიძლება გაქრეს:

„ჩემი აზრით, ინტელექტუალური გამოწვევა შემდეგში მდგომარეობს: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ირანის მთავრობას ვაიძულოთ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები? ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება.“

ანალიტიკოსებს ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავება გარდაუვალი პროცესი არ არის. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თეირანი მნიშვნელოვანი პოლიტკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას და გარდა ამისა, ქვეყანაში საკმაოდ მოქნილი ოპოზიციაც არსებობს, რომელმაც შესაძლოა თეირანს ხელი შეუშალოს ბირთვული ამბიციების მიღწევაში.

XS
SM
MD
LG