ტაივანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეძლო ჩინეთთან მოლაპარაკება, კუნძულის ჩრდილოეთით საჰაერო სივრცის დახურვის საკითხზე და მოახერხა პეკინის დაყოლიება, რომ გეგმები გარკვეულწილად შეცვალოს. ამით მოხდება საჰაერო მოგზაურობის შეფერხების თავიდან აცილება რეგიონში, იმ ფონზე, როცა იქ პეკინი ფართომასშტაბიან წვრთნებს მართავს.
ჩინეთს არ გაუკეთებია კომენტარი საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე, მაგრამ სამხრეთ კორეამ, რომელიც ასევე იყო ინფორმირებული გეგმების შესახებ, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სატელიტური გამშვები მანქანიდან, ობიექტის ჩამოვარდნის გამო.
პეკინმა შეატყობინა ტაიპეის, რომ აწესებდა ფრენების აკრძალვას, 16-18 აპრილს, მაგრამ ტაივანის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაიპეის პროტესტის შემდეგ, გეგმა მხოლოდ 27 წუთამდე იქნა დაყვანილი, კვირა დილისთვის.
აკრძალვა ხელს შეუშლიდა საავიაციო მარშრუტებს, მათ შორის ტაივანსა და ჩინეთს შორის, ასევე ტაივანსა და სამხრეთ კორეას შორის.
იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“, სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ჩინეთის აკრძალული ზონა მოიცავდა ტერიტორიას სენკაკუს კუნძულების გარშემო, რომელიც იაპონიას მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად მიაჩნია.
ჩინეთმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ინტენსიური სამხედრო წვრთნები გამართა ტაივანის ირგვლივ, რაც პასუხი იყო გასულ კვირაში კალიფორნიაში, ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, კევინ მაკკარტისთან შეხვედრის. პეკინმა თქვა, რომ წვრთნები, რომლებშიც ის თვითმმართველი კუნძულის ბლოკირებას ახორციელებდა და რომელსაც ის საკუთრად მიიჩნევს, იყო "სერიოზული გაფრთხილება ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ძალების და გარე ძალების შეთქმულების და პროვოკაციების წინააღმდეგ".
საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ ცნობებმა, რეგიონში მოგზაურობის შეფერხების შიში გამოიწვია.
ტაიპეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ტაივანმა აცნობა ყველა მხარეს, რომლებზეც საჰაერო სივრცის ბლოკირება გავლენას მოახდენდა, მათ შორის დიდი შვიდეულის ჯგუფის ზოგიერთი ქვეყანას (G7), რომელთა საგარეო საქმეთა მინისტრებიც იაპონიაში 16-18 აპრილს შეხვედრას მართავენ.
ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა თქვა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია აღნიშნული საკითხის თაობაზე.
პეკინი განაგრძობს სამხედრო წვრთნებს ტაივანთან, მიუხედავად იმისა, რომ რომ ორშაბათს, 10 აპრილს, სამდღიანი მანევრები დასრულებულად გამოაცხადა.
Facebook Forum