ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას ზრდის


ტაივანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას 4 თვიდან 1 წლამდე ახანგრძლივებს. ახალი წესი 2024 წლიდან ამოქმედდება და ის ტაივანის პრეზიდენტის განმარტებით, ჩინეთისგან არსებული საფრთეებითაა განპირობებული.

ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო, დიპლომატიურ და ეკონომიკურ წნეხს აძლიერებს. გასული სამი წლის განმავლობაში კუნძულის სიახლოვეს ჩინეთის საჰაერო ძალები პრაქტიკულად ყოველდღიურად პატრულირებენ.

ტაივანის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ მშვიდობა სურთ, თუმცა თავდაცვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. "სანამ ტაივანი საკმარისად ძლიერი იქნება, ის იქნება დემოკრატიისა და თავისუფლების სახლი მთელი მსოფლიოსთვის, ის არ იქცევა ბრძოლის ველად", - ამბობს ის.

კუნზულზე ამჟამად მოქმედი სამხედრო სისტემა პრეზიდენტის განმარტებით არ არის ეფექტური და საკმარისი იმისთვის, რომ ჩინეთისგან მზარდ სამხედრო საფრთხეს გაუმკლავდეს, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუკი პეკინი კუნძულზე კონტროლის მოპოვებას გადაწყვეტს.

XS
SM
MD
LG