ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი სირიის მთავრობას ბრძოლოების შეწყვეტისკენ მოუწოდებს


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი სირიის სამთავრობო ჯარებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბაშარ ასადის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, უცხო სახელმწიფოებს კი თხოვნით მიმართა აღარ მიაწოდონ იარაღი სირიის სამოქალაქო ომში მონაწილე მხარეებს.

ბან კი მუნმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ფრანსუა ოლანდთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს ბაშარ ასადის გადადგომა.
XS
SM
MD
LG