ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-სირიის საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა


აღნიშნულ ვითარებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერლაურმა მდვივანმა, ბან კი მუნმა განასკუთრებით სახიფათო უწოდა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სიარიაზე საპასაუხო დარტყმა მას შემდეგ განახორციელეს, რაც თურქეთის საზღვარზე, ჰაკიპასას პროვინციაში, სირიამ ნაღმი ჩააგდო. სირიის ინფორმაციის მინისტრის - ომრან ზაჰბის განცახდებით, დამასკო პასუხისმგებლობას არ იღებს თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოებაზე.

აღნიშნულ ვითარებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერლაურმა მდვივანმა, ბან კი მუნმა განასკუთრებით სახიფათო უწოდა. მან ორივე მხარეს დროული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა იმისათვის, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს.

ჰილალ ხაშანი ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცინერებას ასწავლის. მისი თქმით, თუ სირია კონფლიქტს მეზობელ ქვეყნებში გადაიტანს, მაშინ კრიზისი ქვეყანაში უფრო გამწვავადება:

„მეეჭვება, რომ სირიას კონფლიქტის პროვოცირება უნდოდეს თურქულ მხარესთან. სირიაში ბრძოლები, ძირითადად, თურქეთის საზღვართან მიმდინარეობს და ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ საომარმა სიტუაციამ თავად თურქეთის საზღვარზეც იქონიოს გავლენა.“

სირიის ხელისუფლება ქალაქ ჰომსის ტერიტორიაზე აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. ბრძოლები მიმდინარეობს ასევე იდლიბის პროვინციაშიც, რომელიც თურქეთის საზღვრათან ახლოს მდებარეობს.

ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანთა უფლებების ობსერვატორიის განცახდებით, რამდენიმე დღის წინ სირიაში ბრძოლების შედეგად 60 ადამიანი იქნა მოკლული; აქედან 31 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, 18 - ჯარისკაცი და 11 - აჯანყებული.

სირიის ოპოზოციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის - აბდულბასეტ საიდის თქმით, სულ მალე საბჭო განიხილავს იმ წინადადებებს, რომელიც პოლიტიკურ ცვლილებებს შეეხება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმედ დავუთოგლუმ ვიცე პრეზიდენტ ფარუკ ალ-შარას დროებითი მთავრობის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

თურქეთის პრეზიდენტმა, აბდულა გალიმ საერთაშორისო საზოგადოებას დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა, რათა თურქეთსა და სირიას შორის დაძაბულობა არ გაღმავდეს.
XS
SM
MD
LG