ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ქალაქ ალეპოში


შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ქალაქ ალეპოში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
აფეთქებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოხდა, სადაც სამხედრო ოფიცერთა კლუბიც მდებარეობს.

სამთავრობო ტელევიზიის ეთერში დღეს არაერთხელ გადაიცა აფეთქებების შედეგად დანგრეული შენობები. სირიის ხელისუფლება აფეთქებებში ტერორისტებს ადანაშაულებს.

ამ ფონზე გაეროსა და არაბული ლიგის ერთობლივი დესპანი სირიაში, ლახდარ ბრაჰიმი სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელების მიზნით რეგიონში ჩასვლას მომავალ კვირას გეგმავს.
XS
SM
MD
LG