ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში არსებული მდგომარეობა 800,000 ადამიანს ქვეყნის დატოვებას აიძულებს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, 800,000-ზე მეტი ადამიანი, სავარაუდოდ, სუდანს დატოვებს ქვეყანაში არსებული სამხედრო კონფლიქტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ხმები გავრცელდა, შესაძლო, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში შიშობენ, რომ სიტუაცია სტაბილური არ არის და ამას მოსახლეობაზეც აქვს გავლენა.

გასული 16 დღის განმავლობაში, ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაიჭრა სუდანის ჯარსა და სამხედრო დაჯგუფებას შორის არსებული სისხლიანი დაპირისპირების გამო.

კონფლიქტმა ქვეყანაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწავა. გარდა ამისა, ჰუმანიტარული კატასტროფა, მოსახლეობის გადასახლება და დარფურის რგიონში კონფლიქტი გაამწვავა.

კვირას მხარეები შეთანხმდნენ, რომ დადებულ ზავს, რომელსაც მუდმივად არღვევდნენ, 72 საათით გააგრძელებდნენ. გაეროში კი სააგენტო "როიტერს" განუცხადეს, რომ ზავის შესახებ მოლაპარაკებებს მხარეებთან აწარმოებენ საუდის არაბეთში. მიუხედავად კვირას დადებული შეთანხმებისა, ორშაბათს საჰაერო დაბომბვის ხმები კვლავ ისმოდა.

გაეროს ლტოლვითა სააგენტოს დირექტორის მოადგილე რაოფ მაზოუ ამბობს, რომ სააგენტო გეგმავს 815,000 ადამიანის, მათგან 580,000 სუდანელის და უცხოელის ქვეყნიდან გაყვანას. გაეროში ამბობენ, რომ 73,000-მა ადამიანმა სუდანი უკვე დატოვა.

XS
SM
MD
LG