რუსეთის ლოგისტიკის განადგურება უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის ერთ-ერთი ელემენტია, განაცხადა უკრაინის სამხედრო სპიკერმა კვირას, მას შემდეგ, რაც ხანძარმა ყირიმში რუსული საწვავის დიდი საცავი გაანადგურა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სამხედრო სარდლობამ პირდაპირ არ აღიარა ყირიმის პორტში საწვავის შესანახ ობიექტზე დარტყმა, მან თქვა, რომ „ცეცხლმა“ გაანადგურა 10 ნავთობის ავზი, რომელთა ტევადობა დაახლოებით 40,000 ტონა იყო.
ყირიმში, მოსკოვის მიერ დანიშნული სევასტოპოლის გუბერნატორი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხანძარი მის გაუარესებამდე ჩააქრეს.
უკრაინის სამხრეთ სარდლობის წარმომადგენელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ ხანძარმა დიდი "შფოთვა" გამოიწვია რუს სამხედროებში.
„ეს არის მოსამზადებელი სამუშაო, ფართო, სრულმასშტაბიანი შეტევისთვის, რომელსაც ყველა ელის“, - ციტირებს მას უკრაინული მედია. „მტერი გრძნობს, რომ მის რესურსებს ძირი ეთხრება და იწყებს მანევრირებას“, - თქვა მან.
პარასკევს უკრაინამ განაცხადა, რომ ამთავრებს მზადებას რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, თუმცა ოფიციალური პირები არ ასახელებენ ოპერაციის მოსალოდნელ ვადებს.
კიევმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ მისი დაგეგმილი კონტრშეტევა ომის დინამიკას შეცვლის.
Facebook Forum