ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი მილიარდი ადამიანი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, აცხადებს გაერო


უკრაინელი ჯარისკაცი ამშვიდებს 82 წლის ლარისა კოლესნიკს, რომელიც ქ. ირპინიდან გამოიყვანეს. 30 მარტი, 2022წ.
უკრაინელი ჯარისკაცი ამშვიდებს 82 წლის ლარისა კოლესნიკს, რომელიც ქ. ირპინიდან გამოიყვანეს. 30 მარტი, 2022წ.

გაეროს გენერალური მდივნის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, დედამიწაზე მცხოვრებთა ერთი მეოთხედი, დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ამჟამად კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს. ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ ძალადობრივი კონფლიქტების მხრივ ასეთი რთული ვითარება მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან მოყოლებული, 1945 წლის შემდეგ არ ყოფილა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელს მაგალითად მოჰყავს იემენი, სუდანი, სირია, თუ მიანმარი. გუტერეშის თქმით, ახლა მათ სიას უკრაინაში ომიც დაემატა - "კასტროფა, რომელმაც საერთაშორისო მოწყობის ფუნდამენტი შეაზანზარა, მოიცვა მოსაზღვრე ქვეყნები და გამოიწვია ფასების განუზომელი ზრდა საკვებზე, საწვავზე და სასუქზე, რაც განვითარებად ქვეყნებს უბედურებით ემუქრება".

ბოლო ერთ წელიწადში საკუთარი სახლის დატოვება 84 მილიონ ადამიანს მოუწია. ამის მიზეზი შეიარაღებული კონფლიქტი, ძალადობა და ადამიანის უფლებების დარღვევებია. ამ მონაცემებში ჯერ უკრაინა შეყვანილი არ არის, აცხადებს გაერო, სადაც ქვეყანა 4 მილიონამდე ადამიანმა დატოვა, ქვეყნის შიგნით კი, სულ ცოტა 6.5 მილიონი დევნილია.

წელს, ჰუმანიტარული დახმარება 274 მილიონ ადამიანს დასჭირდება, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 17%-იან ზრდაზე მიანიშნებს. ეს დაახლოებით $41 მილიარდი დაჯდება, აცხადებს გაერო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG