ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პორნო ინდუსტრიის ვარსკვლავის სტორმი დენიელსის მიერ გამოქვეყნებულ სკეჩს გამოეხმაურა და მის სანდოობაში ეჭვი შეიტანა. დენიელსმა იმ მამაკაცის სახის სკეჩი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მას დაემუქრა და დონალდ ტრამპთან სქესობრივი კავშირის შესახებ დუმილის შენარჩუნება მოსთხოვა.
პრეზიდენტმა ტრამპმა სკეჩი ფალსიფიცირებად შეაფასა. “წლების შემდეგ, არარსებული კაცის სკეჩის გამოქვეყნება აფერისტობაა ყალბი ამბების მედიის გასუსლელების მიზნით (მაგრამ მათ ეს იციან!),” დაწერა ტრამპმა ტვირტერზე.
სტორმი დენიელსის ადვოკატმა მაიკლ ავენატიმ სკეჩის საფუძველზე მამაკაცის ამოსაცნობად ჯილდო დააწესა - თავდაპირველად 100 000, ხოლო მოგვიანებით 131 000 დოლარი.
დანიელსი ამბობს, რომ 2006 წელს ტაჰოს ტბის ერთ-ერთ კურორტზე დონალდ ტრამპთან ერთჯერადი სექსუალური კონტაქტი ჰქონდა.
ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა პორნო-ვარსკვლავს 130 000 დოლარი გადაუხდა იმისთვის, რომ მას ტრამპთან კავშირ საიდუმლოდ შეენახა. ადვოკატმა ეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამე გააკეთა იმისთვის, რომ დენიელსთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ტრამპის სარჩევნო კამპანიისთვის ზიანი არ მიეყენებინა.
Facebook Forum