ამერიკის პრეზიდენტის პირადი ადვოკატი ამბობს, რომ პორნო-ვარსკვლავს დუმილისთვის საკუთარი ფული გადაუხადა.
საუბარია 130 000 ამერიკულ დოლარზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატმა მსახიობს 12 წლის წინ დონალდ ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადა.
იურისტი მაიკლ კოენი ამბობს, რომ მან მსახიობ სტეფანი კლიფორდს თანხა 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ამ შეთანხმების დასაცავად გადაუხადა.
„ეს იყო კერძო გადარიცხვა და მე ჩემი პირადი ფინანსები გამოვიყენე“, განაცხადა იურისტმა და განმარტა, რომ ამის შესახებ არც პრეზიდენტის ბიზნესების მმართველმა ორგანიზაციამ და არც მისი კამპანიის წევრებმა არაფერი იცოდნენ, შესაბამისად არ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. მისივე თქმით, მას ეს თანხა არც პირდაპირ და არც ირიბად, მისთვის არავის აუნაზღაურებია.
Facebook Forum