პორნო-ვარსკვლავმა სტორმი დენიელსმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევამდე დონალდ ტრამპთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, გუშინ CBS-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანს ვრცელი ინტერვიუ მისცა. დენიელსმა თქვა, რომ როდესაც თავისი ამბის მოყოლა გადაწყვიტა, მას და მისი ოჯახის წევრებს დაემუქრნენ და ამიტომ დუმილის სანაცვლოდ გარიგებაზე დათანხმდა და ტრამპის ადვოკატისგან თანხა მიიღო.
სტორმი დენიელსმა, ვისი ნამდვილი სახელიც სტეფანი კლიფორდია, გუშინდელ ინტერვიუში თქვა, რომ ის ფიტნესის გაკვეთილზე მიდიოდა და თავის ახალშობილ ქალიშილთან ერთად იყო, როდესაც მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა.
„მამაკაცი მოგვიახლოვდა და მითხრა, ტრამპს თავი დაანებე, დაივიწყე ეს ამბავიო“, უთხრა კლიფორდმა ჟურნალისტ ანდერსონ კუპერს ინტერვიუსას. „შემდეგ ის დაიხარა, შეხედა ჩემს შვილს და თქვა: მშვენიერი გოგონაა, ცუდი იქნება მის დედას რამე რომ შეემთხვეს". შემდეგ კი წავიდა".
როგორც კლიფორდი ამბობს, ეს ინციდენტი 2011 წელს ლას-ვეგასში მას შემდეგ მოხდა, რაც მან ამ ამბის "მიყიდვა" ერთ-ერთი ტაბლოიდისთვის გადაწყვიტა. მისი თქმით, წლების განმავლობაში შიშში ცხოვრობდა და ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა, როდესაც ტრამპის ადვოკატის, მაიკლ კოენისგან დუმილის სანაცვლოდ $130 000 მიიღო.
Facebook Forum