ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნენსი პელოსი ტრამპის გადაყენებას მოითხოვს


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი მოუწოდებს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ოფისს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გადააყენონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პელოსის ეს განცხადება რეაქციაა გუშინდელ მოვლენებზე, რომელიც ქვეყნის დედაქალაქში ხდებოდა. არეულობამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"თუ ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოფისი არ იმოქმედებენ, მაშინ, შესაძლოა კონგრესმა იმპიჩმენტისთვის დაიწყოს მზადება", განაცხადა პელოსიმ.

პელოსი იმ კანონმდებლების რიცხვს შეუერთდა, ვინც ტრამპის გადაყენებას მოითხოვს. ერთ-ერთი მათანი კი ჩაკ შუმერი, სენატის უმცირესობის ლიდერია. მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა და არ აქვს მნიშნელობა, ეს იმპიჩმენტის გზით მოხდება, თუ გადაყენების. ადამ კინზინგერი პირველი რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ პრეზიდენტი პოსტიდან უნდა გადააყენონ.

დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 კვირაზე ნაკლები დარჩა. მიუხედავად ამისა, დემოკრატების და რესპუბლიკელების დიდი ნაწილი მას გუშინდელი ინცინდენტის დროს დემონსტრანტების წახალისებაში ადანაშაულებს და თვლის, რომ ამის გამო პრეზიდენტმა თანამდებობდა უნდა დატოვოს.

იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპს უფლებამოსილებას შეუჩერებენ, მის ადგილს 20 იანვრამდე, ანუ ინაუგურაციის დღემდე, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაიკავებს. სწორედ პენსმა გამოაცხადა გუშინ, რომ არჩევნების შედეგების სერტიფიცირება მოხდა და გამარჯვებულები ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არიან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG