ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერმა" პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში დროებით ჩაკეტა


“ტვიტერმა”, მისი წესების დარღვევის მიზეზით, პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში დროებით ჩაკეტა. ტრამპს “ტვიტერში" 88.7 მილიონი გამომწერი ჰყავს. მისი ანგარიშის გაყინვამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. “ტვიტერმა” საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა და პრეზიდენტს ანგარიშის გაუქმებითაც კი დაემუქრა, თუ ის ძალადობის შემცველ მოწოდებებს არ წაშლის.

"ვაშინგტონში განვითარებული უპრეცედენტო და ძალადობრივი მოვლენების გამო, დონალდ ტრამპს მოვთხოვეთ, დღის განმავლობაში დაწერილი სამი ტვიტის წაშლა, რადგან ტვიტები არაერთგზის და სასტიკად არღვევდნენ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოლიტიკას" - ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური ქსელის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ტვიტების წაშლის შემდეგ, ანგარიში @realDonaldTrump 12 საათის განმავლობაში ჩაკეტილი იქნება. თუ მითითებული ტვიტები არ წაიშლება, ანგარიში უფრო დიდი ხნით დარჩება ჩაკეტილი.

"ტვიტერი" აზუსტებს, რომ მომავალში “ტვიტერის” წესების - მათ შორის სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოლიტიკისა და ძალადობის მუქარის პოლიტიკის - დარღვევა გამოიწვევს @realDonaldTrump ანგარიშის სამუდამოდ შეჩერებას.

"ჩვენი საჯარო ინტერესის პოლიტიკა - რომლითაც მრავალი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდით - მთავრდება იქ, სადაც მიგვაჩნია, რომ ზიანის რისკი უფრო მაღალია და/ან უფრო სერიოზული,"-აღნიშნულია განცხადებაში და აქვე ნათქვამია: "გავაგრძელებთ ვითარების შესწავლას, მათ შორის გადაგმული ნაბიჯებისა და ტვიტერის მიღმა გაკეთებული განცხადებების შეფასებას. საზოგადოებას კი შევატყობინებთ, თუ ჩვენი წესების დასაცავად უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა დაგვჭირდება."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG