ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შერიფს არ სჯერა, რომ ლას-ვეგასში თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა


ლას ვეგასის შერიფი ჯო ლომბარდო აცხადებს, რომ უჭირს დაიჯეროს, რომ კვირას მასობრივი მკვლელობის მომწყობი თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

ამერიკის ისტორიაში ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დაზარალებულების და დაღუპულების ოჯახების სანახავად ლას-ვეგასში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ ლედისთან ერთად გუშინ ჩავიდა.

ლას-ვეგასში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა სამაშველო და სასწრაფო სამსახურების თანამშრომლები სწრაფი რეაგირებისთვის შეაქო.

"რაც დღეს ვნახე არის დაუჯერებელი პროფესიონალიზმი. ეს, როგორც ამერიკელს, ამაყს გხდის," განაცხადა ტრამპმა.

ამის პარალელურად, ლას-ვეგასის პოლიციის შერიფი ჯო ლომბარდო აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია პოლიცია გაესაუბროს ყველას, ვინც თავდამსხმელ სტივენ პადოკს იცნობდა.

პადოკის სახლსა და სასტუმრო ოთახში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობა ლომბარდოს აფიქრებინებს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა.

64 წლის პენსიონერმა სტივენ პადოკმა კვირა საღამოს, ლას-ვეგასში სასტუმროს 32-ე სართულის ფანჯრიდან ქუჩის გადასწვრივ მუსიკალურ ფესტივალზე შეკრებილ ათასობით ადამიანს გაუხსნა ცეცხლი, დაახლოებით 10-წუთიანი სროლის შედეგად დაღუპულია 59 და დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG