პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ლას-ვეგასში მომხდარი "ბოროტების ნამდვილი აქტი იყო." მისი თქმით, ამერიკელები სევდით, შოკით და მწუხარებით გაერთიანებულნი არიან. პრეზიდენტმა სამძიმარი გამოხატა მომხდარის გამო და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა. თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრაგედიის ჟამს ამერიკა ერთიანია.
პრეზიდენტმა ასევე გასცა განკარგულება გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშების დაშვების შესახებ.
Facebook Forum