ლას-ვეგასის პოლიცია იუწყება, რომ კვირას, გვიან ღამით, მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარ სროლაში, სულ ცოტა 50 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა. ეს ამერიკის ისტორიის მშვიდობიან პერიოდში, ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული ყველაზე მსხვერპლიანი მასობრივი მკვლელობის ფაქტია.
ჯოზეფ ლამბარდომ, ლას-ვეგასის პოლიციის შერიფმა, ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თავდამსხმელი ავტომატური იარაღით სასტუმრო "მანდალეი-ბეის" 32-ე სართულიდან ისროდა. კაზინოს ტიპის სასტუმრო ფესტივალის სტუმრებისგან, რომლებიც ქანთრის ტიპის მუსიკის კონცერტს უსმენდნენ, ქუჩის გადაღმა მდებარეობს.
ადგილზე მაშინათვე გაჩნდა სპეცრაზმი და სროლების შედეგად, თავდამსხმელი მოკლულია. ის ამოიცნეს, როგორც 64 წლის სტივენ პადოკი.
მართალია, ადგილზე ძებნა და გამოძიება გრძელდება, მაგრამ პოლიცია ფიქრობს, რომ ის სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტა მან ამ ნაბიჯის გადადგმა.
Facebook Forum