ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალამაზუს მკვლელობებში ეჭვმიტანილი 45 წლის მამაკაცია


მიჩიგანის შტატში ორი დღის წინ მომხდარ სროლებში ეჭვმიტანილი მამაკაცი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება. ქალაქ კალამაზუში მომხდარი მკვლელობებისთვის ბრალი 45 წლის ჯეისონ დალტონს კვირას წაუყენეს. ის ტაქსების კომპანია „უბერის“ თანამშრომელი იყო.

სროლები კალამაზუში შაბათს მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა. პროკურორმა ჯეფ გეტინგმა განაცხადა, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ასე ნებისმიერი თანამოქალაქის მიზანში ამოღება და მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ნებისმიერი საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელია.

XS
SM
MD
LG