ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდის აეროპორტში მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა


ბოლო მონაცემებით, ფორტ ლოდერდეილის აეროპორტში დღეს მომხდარ სროლაში 5 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა. შტატის გუბერნატორმა რიკ სკოტმა მოსახლეობას მსხვერპლისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. ჟურნალისტებთან საღამოს გამართულ შეხვედრაზე, გუბერნატორმა განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მომავალ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან სატელეფონო საუბარში მათ აღუთქვა, რომ ყველა აუცილებელ ზომას გაატარებს.

დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სროლები ისმოდა აეროპორტის რამდენიმე სხვა ნაწილშიც, რაც ოფიციალურმა პირებმა პრესკონფერენციაზე არ დაადასტურეს. ბროუარდის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით, დაჭრილი 8 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია. მათივე თქმით, სროლა ერთმა მამაკაცმა ატეხა და ის პოლიციამ უვნებლად აიყვანა. ეჭვმიტანილს თან სამხედრო აიდი-ბარათი ჰქონდა, რომელიც ესტებან სანტიაგოს სახელზეა გაცემული, თუმცა, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, მას ეკუთვნის ბარათი, თუ არა.

მოიერიშე თავადაც მგზავრი იყო, რომელიც აეროპორტში ერთ-ერთი რეისით ჩავიდა. წინასწარი მონაცემებით, მას იარაღი ავიაკომპანიისთვის გადასაზიდად ჩაბარებულ ბარგში ჰქონდა. სროლა მან ბარგის აღების შემდეგ, ტერმინალში ატეხა. მოტივი ამ ეტაპზე უცნობი რჩება. აყვანის მომენტში ეჭვმიტანილს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

XS
SM
MD
LG