ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის მდივანმა ისრაელს ამერიკის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა 


პენტაგონის ცნობით ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ისრაელის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ოფიციალურ განცხადებაში რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ნათქვამია, რომ თავდაცვის მდივანმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს ამერიკის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

"დღეს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენჯამინ (ბენი) განცს. მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა ურყევ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს დაიცვას თავი და მშვიდობიანი მოსახლეობა. მდივანმა ოსტინმა მწუხარება გამოთქვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო როგორც ისრაელში ასევე პალესტინაში. ამერიკის თავდაცვის მდივანმა სატელეფონო საუბრის დროს, აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს რეგიონში დეესკალაციას და მშვიდობის აღდგენას,"- წერია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა.

ვითარებიის დეესკალაციის მიზნით ძალისხმევაზე საუბრობენ ამერიკელი სხვა ოფიციალური პირებიც.

„ჩვენ გვსურს დეესკალაცია, რაც შეიძლება სწრაფად. ამისთვის ყველაზე ეფექტურ გზად მშვიდი და ინტენსიური დიპლომატია მიგვაჩნია“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ.

ორშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართული სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და თქვა, რომ ისრაელს აქვს უფლება “დაიცვას თავი სარაკეტო თავდასხმებისგან”. ჯო ბაიდენმა, ნეთანიაჰუსთან საუბრისას ასევე მოუწოდა ისრაელს, „უზრუნველყოს მშვიდობიანი უდანაშაულო მოქალაქეების დაცვა.“

„პრეზიდენტმა გამოხატა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროების მხარდაჭერა და ამ მიზნით განიხილა აშშ-ის ჩართულობა ეგვიპტესთან და სხვა პარტნიორებთან“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღაზას ჯანდაცვის უწყების ცნობით, 10 მაისიდან, შეიარაღებულ დაპირისპირება 200 პალესტინელი ემსხვეროპლა. მათ შორის 59 ბავშვი და 35 ქალი. თავისხმრივ, სარაკეთო თავდასხმებისას ისრაელის მინიმუმ 10 მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 6 წლის ბავშვი.

პარალელურად ისრაელსა და პალესტინელებს შორის, დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ორივე მხარემ, დღეს გამთენიისას საჰაერო დარტყმები კვლავ განახორციელა. ბოლო თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ისრაელის მხრიდან, საჰაერო იერიში კვლავ ღაზაზე განხორციელდა, პალესტინელების მხრიდან კი სამხრეთ ისრაელზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG