შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას ბრიუსელს ეწვევა და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ვიზიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოსწორებას ისახავს მიზნად.
ნატოს შეხვედრაზე ბლინკენი ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ორგანიზაციის შეცვლის ზოგიერთ წინადადებას, ასევე რუსეთისა და ჩინეთის საკითხებს, კლიმატური ცვლილებების, კიბერ და ენერგო უსაფრთხოების საკითხებს და სხვა თემებს განიხილავს.
ბლინკენი ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლეინს კოვიდ-19-ის პანდემიაზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ.
„ბრიუსელში გამართული შეხვედრები შეერთებული შტატების მიერ მოკავშირეებისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ ერთგულების დასტურია ჩვენს საერთო დღის წესრიგში“, ნათქვაამია გაანცხადებაში.
Facebook Forum