ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის თავდასხმები ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობის მოგვარებას ხელს უშლის


ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში, რობერტ მეილი ამბობს, რომ ირანთან დაკავშირებული ძალების მიერ ერაყში ამერიკის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმის მსგავსი ფაქტები ირანთან ურთიერთობის დალაგებას უფრო რთულს ხდის. მისი თქმით, ასეთი მოვლენების ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ძნელი იქნება ქვეყნის შიგნით ამერიკა-ირანს შორის არსებული დაძაბულობის მოგვარებისთვის შიდა მხარდაჭერის მოპოვება.

ამერიკელი სამხედროები და ბაზები გასული თვის შემდეგ რამდენიმე საჰაერო სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი გახდა. იყო რამდენიმე მსხვერპლიც, მათ შორის ამერიკელი კონტრაქტორი, სამოქალაქო პირი. დაიჭრა ამერიკელი სამხედროც.

შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა 16 თებერვალს განხორციელებულ თავდასხმას 9 დღის შემდეგ აღმოსავლეთ სირიაში განლაგებულ, ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედროებზე იერიშით უპასუხა.

ოთხშაბათს "ამერიკის ხმის" ირანულ რედაქციასთან ინტერვიუში რობერტ მეილიმ ირანის თავდასხმებზე ისაუბრა.

"[ეს თავდასხმები] ნამდვილად არ აუმჯობესებს კლიმატს ამერიკაში. ირანის მოკავშირეების მიერ ამერიკელებზე ერაყში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას თავდასხმას კი ამერიკის მხრიდან ისეთი პასუხი მოჰყვება, როგორც უკვე მოჰყვა. ამერიკა განაგრძობს პასუხის გაცემას".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG