ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის სახელმწიფოები ირანის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციის მიღებას ცდილობენ


ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ გაიტანონ შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი გეგმა, რომელიც გაეროს ატომური ენერგიის საზედამხედველო საბჭოს მიერ, ირანის გასაკრიტიკებელი რეზოლუციის მიღებას ითვალისწინებს. რეზოლუციის მიღება ირანის მხრიდან ამ სააგენტოსთან თანამშრომლობის შეზღუდვის გამო სურთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ირანი სერიოზული შედეგების დადგომის შესახებ გაფრთხილებებს გამოთქვამენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 35 ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარი მმართველთა საბჭო, ამ კვირაში, ყოველ კვარტალურ შეხვედრას მართავს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ირანის ბირთვული შეთანხმების გასაცოცხლებლად გაუბედავ ძალისხმევას მიმართავენ და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.

ცოტა ხნის წინ, ირანმა 2015 წლის შეთანხმების დარღვევები ააჩქარა, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ იმ დროს, როდესაც ორივე მხარე მეორე მხარისგან პირველი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს, ირანს ბაიდენზე წნეხის გაზრდა სურს.

თეირანის მიერ შეთანხმების დარღვევები, 2018 წელს ამ შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის და მის საფუძველზე გაუქმებული სანქციების ხელახლა დაწესების საპასუხოდ მოხდა.

ბოლო დარღვევა, გასულ კვირაში ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის შეკვეცა გახდა. ირანმა შეწყვიტა შეთანხმებით გათვალისწინებულ, დამატებითი შემოწმებების და დაკვირვების ზომებზე თანამშრომლობა, მათ შორის გააუქმა ატომური ენერგიის სააგენტოსთვის მინიჭებული უფლება, ირანის მიერ არ გამოცხადებულ ობიექტებზე მოულოდნელი შემოწმებების ჩატარების შესახებ.

ირანმა კვირას განაცხადა, რომ შეთანხმების სხვა მონაწილეებთან და შეერთებულ შტატებთან შეხვედრის თაობაზე ევროკავშირის შეთავაზებას არ მიიღებს.

ნათელი არ არის, თუ რეზოლუციას მხარს რამდენი ქვეყანა დაუჭერს. ირანის განცხადების წინ სააგენტო “როიტერმა” მოიპოვა პოზიციის გამომხატველი დოკუმენტი, რომელშიც რუსეთი გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ ასეთ რეზოლუციას შეთანხმების გაცოცხლების ძალისხმევისთვის ზიანის მიყენება შეეძლება და მას შეეწინააღმდეგება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ თქვა, რომ არ სურს არაფერი, რაც ისლამურ რესპუბლიკაში მისი ინსპექტორების მუშაობას საფრთხეს შეუქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG