ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბირთვული პროგრამის შეჩერებამდე ამერიკისგან სანქციების მოხსნას ითხოვს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი

თეირანი არ გაითვალისწინებს შეერთებული შტატების მოთხოვნას, რომ შეაჩეროს მისი ბირთვული პროგრამის ტემპი, იქამდე, სანამ ვაშინგტონი სანქციებს არ გააუქმებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება, 29 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა გააკეთა.

მოთხოვნა „არაპრაქტიკულია და ეს არ მოხდება“, - თქვა მან სტამბოლში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეერთებული შტატების ახალმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ამერიკა შეთანხმებაში დაბრუნდება, ირანმა უნდა განაგრძოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ ბირთვულ აქტივობებზე შეზღუდვების შესრულება.

ირანმა შეთანხმების პირობები ეტაპობრივად დაარღვია, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს შეთანხმება დატოვა და განაახლა სანქციები თეირანის წინააღმდეგ.

იანვრის დასაწყისში თეირანმა გააგრძელა ურანის გამდიდრება 20-პროცენტამდე, მის მიწისქვეშა ფორდოუს ბირთვულ კომპლექსში. ირანი სწორედ 20 პროცენტზე იყო მისული იქამდე სანამ შეთანხმება შედგებოდა.

ირანი ამბობს, რომ შეუძლია სწრაფად უკანდახევა, თუ შეერთებული შტატები სანქციებს გააუქმეს.

„თუ შეერთებული შტატები მის ვალდებულებს შეასრულებს, ჩვენ ჩვენსას შევასრულებთ“, - თქვა მან.

ირანის პარლამენტმა, რომელიც ძირითადად კომპრომისის მოწინააღმდეგებითაა დაკომპლექტებული, გასულ თვეში კანონი მიიღო, რომელიც ბირთვული პროგრამის გაძლიერებას ითვალისწინებს, თუ შეერთებული შტატები სანქციებს არ შეამსუბუქებს მომავალ ორ თვეში.

ზარიფმა ასევე დაგმო ამერიკის სანქციები თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც ვაშინგტონმა ანკარას რუსული თავდაცვის სისტემების S-400-ების შესყიდვის შემდეგ დაუწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG