2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილმა ხელმომწერმა მხარეებმა, ორშაბათს გამოხატეს “მზადყოფნა დადებითად გამოეხმაურონ” შეთანხმებაში შეერთებული შტატების პოტენციურ დაბრუნებას.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატები ამ შეთანხმებიდან 2018 წელს გამოიყვანა და მიზეზად ის დაასახელა, რომ შეთანხმება ირანს უსამართლო უპირატესობას ანიჭებდა.
თუმცა, არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, თქვა, რომ შესაძლოა შეთანხმებაში დაბრუნებაზე იმუშაოს, თუ ირანი თავისი ვალდებულებების შესრულებას შესრულებას განაახლებს.
ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირანის და ევროკავშირის მინისტრებმა, ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვეს, რომ შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის გამო ღრმად წუხან და ხაზი გაუსვეს, რომ მათი შეხედულებით, შეთანხმება “სრულად ძალაში რჩება”.
შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის და სანქციების ხელახლა ამოქმედების შემდეგ შემდეგ, ირანმა რამდენიმე პირობა დაარღვია და განაცხადა, რომ ბირთვული საქმიანობის შეზღუდვის სანაცვლოდ, დაპირებულ ეკონომიკურ შეღავათს არ იღებდა. ირანმა განაცხადა, რომ შესაძლებელია მისი ისეთი ნაბიჯების უკან გადადგმა, როგორიც იყო ურანის უფრო მაღალ დონემდე გამდიდრება და უფრო დიდი მარაგების შენახვა.
მინისტრიალის ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა შეთანხმების პირობების დანერგვის გამოწვევებთან გამკლავების საჭიროებაზე მათ შორის “ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და სანქციების მოხსნის დაპირების” საკითხებზე იმსჯელეს.