"ირანი ამერიკასთან არასდროს გამართავს მოლაპარაკებებს ზეწოლის ქვეშ" - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თუმცა, პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა იქვე აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა, თავის მტერს აიძულებს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, ოღონდ თეირანი ამას სუსტი პოზიციიდან არასდროს გააკეთებს.
ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანისთვის დაწესებული სანქციები განაახლა. საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, ირანის ბირთვულ პროგრამებს შეზღუდვებს უწესებდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანი ურანის გამდიდრებას უფრო მეტად გაზრდის, ვიდრე ეს ბირთულ შეთანხმებამდე ხდებოდა.
სანქციების საპასუხოდ კი, ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების "მაქსიმალური ზეწოლა" მარცხისთვისაა განწირული. მისი თქმით, თეირანის როლი რეგიონის უსაფრთხოებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამასთან, პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი, საარჩევნო წელს ომს არასდოს დაიწყებს.
Facebook Forum