რუსეთი სამიტს მასპინძლობს, რომლის მიზანიც ავღანეთის სამშვიდობო პროცესის განახლებაა. სამიტში შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად მონაწილეობენ, რაც სამშვიდობო პროცესის განმავლობაში პირველი მსგავსი ძალისხმევაა. სხვა შემთხვევაში საწინააღმდეგო პოზიციების მქონე ამერიკელი და რუსი კოლეგები ავღანეთში დროებითი მთავრობის შექმნას და ქვეყანაში სისხლისღვრის დამთავრებას ეცდებიან.
შეერთებული შტატები მოლაპარაკების ფოკუსს ერთგვარად ცვლის შეჩერებული პროცესისთვის ახალი ენერგიის მისაცემად. განახლებული დიალოგის მიზანი პრეზიდენტ აშრაფ ღანის, თალიბი მეამბოხეებისა და ავღანეთის სხვა პოლიტიკური ლიდერების იმაში დარწმუნებაა, რომ ქვეყანაში გარდამავალი მთავრობა რაც შეიძლება მალე დაკომპლექტდეს.
მოსკოვში გამართულ შეხვედრას ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი და პაკისტანისა და ჩინეთის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფებიან ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებიც.
Facebook Forum