შტატ კალიფორნიაში კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. ქალაქ სან-ფრანცისკოს მერმა ბრიფინგზე თქვა, რომ "სან-ფრანცისკო ცოცხლდება" მერმა ლონდონ ბრედმა ამის შემდეგ მოსახლეობას და კომპანიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ რომელ სფეროებს შეეხება შეზღუდვების შემსუბუქება.
ერთ-ერთი რეგულაციის მიხედვით, კომპანიებს შეუძლიათ შენობებში მუშაობა განაახლონ, იმ შემთხვევაში თუ დაცული იქნება სოციალური დისტანცირების წესები და შენობაში პირველ ეტაპზე თანამშრომელთა მეოთხედი გამოცხადდება.
შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, გიგანტი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები არ ჩქარობენ შენობებში საქმიანობის განახლებას. "ტვიტერში" და "გუგლში" ამბობენ, რომ დისტანციური საქმიანობს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გააგრძელებენ.
ტექნო-გიგანტები არც იმას გამორიცხავენ, რომ მათ მუშაობა მუდმივად დისტანციურად გააგრძელონ. ერთი რამ, რაც ზუსტად არის ცნობილი, არის ის, რომ ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნებას ზაფხულის ბოლომდე არ მოსთხოვენ. ამ ეტაპზე უცნობი რჩება "ფეისბუქის" პოზიცია.
წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები ამბობენ, რომ მათ მონაცემების საკუთარი ანალიზი აქვთ, როცა საქმე თანამშრომლების უსაფრთხოებას უკავშირდება. საუბარია ვაქცინაციის პროცესზე, რომელიც ამ დროისთვის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
"სისკოში" ამბობენ, რომ მათი თანამშრომლები სახლიდან მუშაობას სექტემბრამდე გააგრძელებენ. "დროფბოქსში" კი აცხადებენ, რომ ივნისამდე თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას არც განიხილავენ.
"პინტერესტშიც" ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღებას აგვისტომდე არ გეგმავენ. რაც შეეხება "გუგლს", ჯერჯერობით საუბარია ოქტომბერზე.
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები უკვე ერთი წელია დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასულები და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები ერთი საფეხურით შემცირდა, ისინი ოფისებში დაბრუნებას არ გეგმავენ. სან ფრანცისკოს ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ პირველ ეტაპზე ოფისებში მცირე და საშუალო ზომის კომპანიები და მისი თანამშრომლები დაბრუნდებიან.
Facebook Forum