ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაეხმარება თუ არა ახალი ამბების ინდუსტრიას ტექნოლოგიური გიგანტების მარეგულირებელი კანონი


„ფეისბუქისა“ და „გუგლის“ ლობისტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ კანონპროექტს, რომელიც ერთგვარ დახმარებას გაუწევს ახალი ამბების გამავრცელებლებს, მედიასაშუალებებს, სოციალურ ქსელებთან უერთიერთობებში, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ერთობლივი, ორგანიზებული ნაბიჯები გადადგან.

ოთშაბათს, ამერიკელმა კანონმდებლებმა კონგრესში წარადგინეს გეგმა, რომელიც საინფორმაციო საშუალებებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის, ძალაუფლების გადანაწილების დისბალანსს ეხება. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ტექნოლოგიური კომპანიები საინფორმაციო საშუალებების კონტენტით სარგებლობენ, მათ მასალებს საკუთარ პლატფორმებზე განათავსებენ და მდიდრდებიან ისე, რომ საინფორმაციო საშუალებებისთვის სამართლიანი კომპენსაცია არ ხდება.

ეს ნაბიჯი ზრდის ზეწოლას ტექნოლოგიურ ფირმებზე. იმ ფონზე, როცა ტექნოლოგიური გიგანტები ანტიმონოპოლიურ საქმეებზე სასამართლო პროცესებში არიან ჩართულნი და უფრო მეტი რეგულირების საფრთხე ემუქრებათ.

„გუგლი“ მიმდინარე პროცესებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს რომ კომპანია თავად არის მსოფლიოში ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური მხარდამჭერი. „გუგლი" აცხადებს, რომ მისი საძიებო სისტემა, გამომცემელთა ვებგვერდებზე ვიზიტორებს, თვის განმავლობაში 24 მილიარდჯერ გზავნის.

ზოგიერთი შემზღუდველი რეგულაცია მას შემდეგ მალევე ამოქმედდა, რაც „ფეისბუქსა“ და ავსტრალიას შორის დავა გაიმართა - რამდენი უნდა გადაეხადა სოციალურ ქსელს, ახალი ამბების საშუალებებისთვის, მათი კონტენტისთვის. სამართლებრივი ბრძოლის დროს, "ფეისბუქმა" ავსტრალიური მედიასაშუალებების გვერდები დაბლოკა, მოგვიანებით კი აღადგინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG