ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტვიტერი და ფეისბუქი არჩევნებთან დაკავშირებულ შეტყობინებებს ფილტრავენ


პრეზიდენტ ტრამპის ბოლო შეტყობინება “ტვიტერზე”, რომელშიც მან თქვა, რომ “სიურპრიზი ბიულეტენების ჩაყრა” მის მეტოქე ჯო ბაიდენს ეხმარებოდა, “ტვიტერმა” მონიშნა როგორც მასალა, რომელიც “საკამათო და შესაძლოა არჩევნების ან სხვა საზოგადოებრივი პროცესის შესახებ შეცდომაში შემყვანი იყო.”

ყოველი ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების დროს, წინასწარი და ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენის გადასამუშავებლად, ოფიციალური პირები ჩვეულებრივ რამდენიმე დღეს ანდომებენ. დამატებითი ბიულეტენების დათვლა სიურპრიზი არ არის და არც ბაიდენის სასარგებლოდ გადახრაა სიურპრიზი, რასაც ბევრი მოელოდა და არჩევნების წინ ამ თემაზე ფართო მსჯელობა მიმდინარეობდა, მათ შორის სააგენტო “როიტერიც”.

“ფეისბუქმა” და “ტვიტერმა”, ხმების დათვლის დროს პრეზიდენტის არაერთი შეტყობინება მონიშნეს, რაც დეზინფორმაციის და გამარჯვების ნაადრევად გამოცხადების შესახებ მათი წესების მოქმედების, მიმდინარე დროში გამოცდა იყო.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა პრეზიდენტის შეტყობინებების მონიშვნა დაიწყეს, გამარჯვების შესახებ მისმა ყალბმა განცხადებებმა და საარჩევნო გაყალბების თაობაზე უსაფუძვლო ბრალდებებმა, ინტერნეტზე ფურორი და დეზინფორმაცია გამოიწვია.

სოციალურ მედია კომპანიებს მკაცრად იკვლევდნენ იმის თაობაზე, თუ ისინი საკუთარ პლატფორმებზე არჩევნებთან დაკავშირებულ სწრაფად მზარდ ყალბ ინფორმაციას და დარღვევებს როგორ აწესრიგებდნენ/აკონტროლებდნენ.

არჩევნების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე, ორივე კომპანიამ პირობა დადო, რომ კანდიდატების მიერ გამარჯვების ნაადრევად გამოცხადების შეტყობინების გამოქვეყნების მცდელობის შემთხვევებში იმოქმედებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG