ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სამსუნგი" ცდილობს, ევროპაში "ჰუავეი" ჩაანაცვლოს და 5G-ის მიმწოდებელი გახდეს


ვეროპული მობილური ოპერატორები კომპანია "ჰუავეის" და 5G სისტემის მიწოდებისთვის ჩამნაცვლებელს ეძებენ. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა "ჰუავეის" ადგილი "სამსუნგმა" დაიკავოს, თუმცა ამის მიუხედავად კომპანიები დიდ გამოწვევებს ელიან.

მას შემდეგ რაც სექტემბერში, "სამსუნგმა" მოულოდნელად 6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ გიგანტ კომპანია "ვერაიზონთან", ესპანეთის "ტელეფონიკამ" და საფრანგეთის "ორენჯმა", ასევე დაიწყეს მოპალარაკებები სამხრეთ კორეულ კომპანიასთან.

"ჰუავეი", ევროპის 4G კავშირის თითქმის ნახევარს შეადგენს, რაც ძალიან მყარ საყრდენს ქმნის იმისთვის, რომ სუპერ სწრაფი 5G კავშირი შეიყვანონ ევვროპაში. მაგრამ, ევროპელი ოპერატორები ამერიკის ზეწოლის ქვეშ არიან, რომელიც მოითხოვს, რომ მოერიდონ ჩინური კომპანია "ჰუავეის" სერვისების მიღებას. ვაშინგტონში ამბობენ, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ "ჰუავეი" ჯაშუშობს და ინფორმაციას ჩინეთის მთავრობას აწვდის, თუმცა კომპანიამ ეს რამდენჯერმე უარყო.

"სამსუნგის" შემთხვევაში კი პრობლემაა ის, რომ შეიძლება მათი პროდუქტები შეუთავსებადი იყოს "ჰუავეის" მიერ შექმნილ 4G ქსელებთან. მათი ჩანაცვლება კი ასობით მილიონი დაჯდება.

”ისინი ძალიან კონკურენტუნარიანები უნდა იყვნენ ” , თქვა "ტელეფონიკას" მთავარმა ოფიცერმა ენრიკე ბლანკომ. ”4G– ის შეცვლის ღირებულება სამსუნგისთვის დამატებითი ხარჯია, ასე რომ, მაშინაც კი, თუ მათ ეპატიჟებით, მათთვის რთულია იყვნენ კონკურენტუნარიანები".

"სამსუნგის" სპიკერმა თქვა, რომ შეცდომაში შემყვანია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათი აპარატურა არაა თავსებადი არსებულ ინფრასტრუქტურასთან, მაგრამ ტექნიკური დეტალები მედიისთვის არ მიუწოდებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG