ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმის სპიკერის თქმით, უკრაინა ვალში ეფლობა


ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის დუმის ქვედა პალატის სპიკერი
ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის დუმის ქვედა პალატის სპიკერი

რუსეთის ყველაზე მაღალი თანამდებობის კანონმდებელმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ იარაღის შესაძენად, მილიარდობით დოლარის სესხის შეთავაზებაზე დათანხმებით, უკრაინა საკუთარ თავს სინამდვილეში ამერიკის შეერთებულ შტატებზე აგირავებს.

ხუთშაბათს, ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად კონგრესს 33 მილიარდი დოლარი სთხოვა. ეს შეერთებული შტატების მხრიდან, რუსეთთან ომის დაფინანსების დრამატული ესკალაციაა და უკრაინის პრეზიდენტმა კანონმდებლებს თხოვნით მიმართა, რომ ეს განაცხადი გადაუდებლად დააკმაყოფილონ.

ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რუსეთის დუმის ქვედა პალატის სპიკერმა, რომელიც ხშირად კრემლის შეხედულებებს ახმოვანებს, შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, რომ ომისგან სარგებლის მიღება სურს და იმავდროულად, უკრაინელების მომავალ თაობებს ვალებით ტვირთავს.

„ლენდ-ლიზი“ საქონლის შესაძენი სესხია და ის იაფი არ არის: უკრაინის მოქალაქეთა ბევრ მომავალ თაობას მოუწევს მთელი ტყვია-წამლის, აღჭურვილობის და სურსათის საფასურის გადახდა, რომელსაც შეერთებული შტატები მიაწვდის... ზელენსკი ქვეყანას ვალის ორმოსკენ მიაქანებს“, თქვა ვოლოდინმა.

ბაიდენის დაფინანსების თხოვნაში შედის 20 მილიარდი დოლარი შეიარაღების, ტყვია-წამლის და სხვა სამხედრო დახმარებისთვის. ასევე, 8.5 მილიარდი დოლარი უკრაინის მთავრობის პირდაპირი ეკონომიკური დახმარებისთვის არის გათვალისწინებული და 3 მილიარდი დოლარი - ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის.

ხუთშაბათს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ეყრდნობა 1941 წლის „ლენდ-ლიზის აქტს“. ის აქტი თავდაპირველად პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა წარმოადგინა, რათა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ ბრიტანულ ძალებს შეიარაღებაში დახმარებოდა.

XS
SM
MD
LG