რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზა საჩივარი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კარა-მურზას ადვოკატები ასაჩივრებდნენ პირველი ინსტაციის სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ოპოზიციონერი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება, რუსეთის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა.
41 წლის კარა-მურზა დიდი ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის ერთ-ერთი რუსი ოპოზიციონერი ფიგურაა, რომელიც მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო რუსეთში ჩავიდა. დაკავებამდე კარა-მურზამ, ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენს“ ინტერვიუ მისცა, სადაც მან პუტინის მთავრობა „მკვლელ რეჟიმად“ მოიხსენია. ინტერვიუდან რამდენიმე საათში ის დააკავეს.
კარა-მურზა რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ცნობილ რუს პოლიტიკოსს ბორის ნემცოვთან ერთად გამოჩნდა, რომელიც 2015 წელს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მას შემდეგ კარა-მურზა აქტიურ პოლიტიკაში რჩებოდა. მისი თქმით, ის 2015 და 2017 წლებში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მოწამლა. კარა-მურზა მოწამვლაში ბრალს რუსეთის ხელისუფლებას დებს. კრემლი ოპოზიციონერზე თავდასხმის ბრალდებებს უარყოფს.
კარა-მურზას ადვოკატები ამბობენ, რომ ის თავს ცუდად გრძნობს, მას აწუხებს პოლინეიროპათია, ნერვული აშლილობა, რომელიც მათი თქმით გამოწვეულია წარსულში მისი მოწამვლით.
Facebook Forum