ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში პუტინის მოკავშირე მილიარდერის ბინები გაჩხრიკეს


გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ამერიკაში პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის საქმიანობას სწავლობენ, რის გამოც ერთდროულად ნიუ-იორკში მანჰეტენზე, ჰემპტონის სანაპიროზე და მაიამში მდებარე ექსკლუზიურ სანაპიროზე მის ბინებში ბიუროს გამომძიებლები ერთდროულად შევიდნენ.

შეერთებულ შტატებში მიმდინარე გამოძიების ყურადღების ცენტრში ვიქტორ ვექსელბერგია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე. რომელსაც ამერიკელმა სამართალდამცავებმა აპრილის თვეში, 120 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი იახტა ჩამოართვეს.

„ეფ-ბი-აი“ ადასტურებს ჩხრეკის ჩატარებას და განმარტავს, რომ სამივე ლოკაციაზე სამართალდამცავებს ჩხრეკის უფლება სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვით ჰქონდათ, თუმცა დამატებით დეტალებზე ინფორმაციას გამოძიების ფედერალური ბიურო არ ავრცელებს.

ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ თავდაპირველად „ენ-ბი-სი ნიუსმა“ გააავრცელა. შემდეგ კი ჟურნალისტებმა ოლიგარქის შენობებში ათობით გამომძიებელი დააფიქსირეს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები იკვლევენ ერთ-ერთ გზას, თუ როგორ შეედინება ფული რუსი ოლიგარქების მეშვეობით რუსეთში, რომელიც ხელს უწყობს პუტინის ომს უკრაინაში.

ჯგუფი კი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, სწავლობს ფაქტებს, სადაც იკვეთება ისეთი ქმედებები, რომლითაც კრემლი დასავლური სანქციების გვერდის ავლას ცდილობს. სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელს მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ვექსელბერგი წარმოშობით უკრაინელი, ებრაელი ბიზნესმენია, მან ქონება პოსტსაბჭოთა სივრცეში ალუმინისა და ნავთობის მრეწველობაში დაგროვა. დღეს ვექსელბერგი რუსეთში კომპანია „რენოვა ჯგუფს“ ხელმძღვანელობს, რომელიც ლითონებს, სამთო ტექნიკურ და სხვა ტიპის სავაჭრო სფეროში აქტივობებს ეწევა.

ვიქტორ ვექსელბერგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც 2018 წლის აპრილში სანქციები დაუწესდა, მას შემდეგ რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინთან ახლო კავშირში მყოფი ბიზნესმენის აქტივები ამერიკის შეერტებულ შტატებში გაყინულია, ამერიკულ კომპანიებს კი მასთან ბიზნესის წარმოება ეკრძალება.

სწორედ ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ რუსი ბიზნესმენი ბავშვობის მეგობრის დახმარებით ცდილობს გარკვეულ საქმიანობას. საუბარია ვლადიმირ ვორონჩენკოზე, რომლის კომპანებშიც ზემოთაღნიშნული ჩხრეკა ჩატარდა. ვორონჩეკო სანკტ-პეტერბურგის მუზეუმის დირექტორი იყო, რომელიც მალე გამდიდრდა.

ვლადიმირ ვორონჩენკო და მისი ოჯახი ათობით მილიონი დოლარის ქონებას სხვადასხვა ქვეყანაში ფლობენ. მაგალითად ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, შენობაში სადაც ჩხრეკა ჩატარდა, სანკტ-პეტერგბურგის ყოფილ დირექტორს 11 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გადახდილი. ხოლო ჰემპტონების სახლში - 11.4 მილიონი. ვორონჩენკომ და მისმა ოჯახის წევრებმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG