ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა კანადელ 55 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა


მოსკოვმა საქნციების მორიგი პაკეტი დააწესა. ამჟამად სანქცირებულთა სიაში 55 კანადელი ოფიციალური პირი მოხვდა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. რუსეთმა სანქციები კანადას რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინის მხარდაჭერისთვის დაუწესა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში განმარტა, რომ რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა კანადას. ქვეყანამ ცოტა ხნის წინ, რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები შემოიღო, რაც ოფიციალური მოსკოვის თქმით, "რუსოფობიური" გადაწყვეტილება იყო.

გარდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვისა, რუსული სანქციების პაკეტი მოიცავს რამდენიმე კანადური ორგანიზაციის "არასასურველ ორგანიზაციათა" სიაში შეყვანასაც.

გასულ კვირას, კანადამ რუსეთის კიდევ 62 მოქალაქეს და ერთ კომპანიას უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციები დაუწესა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, კანადამ რუსეთისთვის თავისი საჰაერო სივრცე ჩაკეტა, აუკრძალა რუსულ ხომალდებს კანადურ პორტებში შესვლა. ქვეყანამ ასევე აკრძალა ძვირფასი ნივეთებიs რუსეთში გაყიდვა და კანადური ბანკებისთვის რუსეთში ტრანზაქციების განხორციელება.

კანადის სანქცირებულთა სიაში ახლა რუსეთის 1,500 მოქალაქე და კომპანიაა შესული. მათ შორისაა ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და მისი ქალიშვილები, ასევე ათლეტი ალინა კაბაევა, რომელიც სავარაუდოდ, პუტინის ამჟამინდელი პარტნიორია. სანქცირებულები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა და სხვა ოფიციალური პირები.

რუსეთის მხრიდან, ამ დრომდე სანქცირებულთა სიაშია 818 კანადელი, მათ შორის ქვეყნის პრემიერი ჯასტინ ტრუდო, მისი მეუღლე სოფი ტრუდო, ასევე კანადის მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

XS
SM
MD
LG