ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ინსპექტორები ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურში მივიდნენ


ხუთშაბათს, რამდენიმესაათიანი დაყოვნების შემდეგ, რაც საარტილერიო დაბომბვით იყო გამოწვეული, გაეროს ექსპერტთა ჯგუფი მივიდა უკრაინის ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის კომპლექსში, რათა რადიაციული კატასტროფის რისკი შეაფასოს.

რუსეთი და უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის საბოტაჟს ერთმანეთს აბრალებენ.

ატომურ ელექტროსადგურში, რომელიც ევროპაში უდიდესია, ვითარება კვირების განმავლობაში რთულდებოდა. მოსკოვი და კიევი მის სიახლოვეს საარტილერიო დაბომბვებს მუდმივად ერთმანეთს აბრალებენ და ჩერნობილის მსგავსი რადიაციული კატასტროფის შიშს აღვივებენ.

სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტმა ნახა საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფი, რომელიც ობიექტთან დიდი კოლონით მივიდა. მათ სიახლოვეს კი ბევრი რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა. უკრაინულმა წყარომ, რომელიც ვითარებას იცნობს, სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ მისია „შესაძლოა დაგეგმილთან შედარებით უფრო ხანმოკლე აღმოჩნდეს.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, მოსკოვი ყველაფერს აკეთებს რომ ელექტროსადგურმა უსაფრთხოდ იმუშაოს და საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა თავისი საქმის დასრულება შეძლონ.

მანამდე უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანია „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ რუსების მხრიდან საარტილერიო დაბომბვამ, ობიექტზე მხოლოდ ორი მოქმედი რეაქტორიდან ერთის გაჩერება გამოიწვია. მოსკოვმა კი განაცხადა, რომ უკრაინელების მხრიდან ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების მცდელობა ჩაშალა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ქალაქ ზაპორიჟიაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან იცის „ტერიტორიაზე გაზრდილი სამხედრო მოქმედებების“ შესახებ, მაგრამ გეგმის მიხედვით ობიექტზე მივა და პერსონალს შეხვდება.

უკრაინის ოფიციალური პირები საერთაშორისო სააგენტოს ვიზიტს მიესალმნენ და გამოთქვამენ იმედს, რომ ეს სადგურის დემილიტარიზაციას გამოიწვევს. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი ელექტროსადგურს ქალაქების დაბომბვისას ფარად იყენებდა, იცოდა რა, რომ კიევის ძალებს საპასუხო ცეცხლის გახსნა გაურთულდებოდა.

რუსეთის მიერ დანიშნულმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ გაეროს გუნდს ელექტროსადგურის შესამოწმებლად მხოლოდ ერთი დღე ექნება, თუმცა გაეროს მისია უფრო ხანგრძლივი მუშაობისთვის ემზადებოდა.

XS
SM
MD
LG